Belive

აშშ-ს კაცთა ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, ქალთა გუნდი $6,5 მილიონს მიიღებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აშშ-ს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. მათ შეძლეს და 1/8 ფინალში მეორე ადგილით გავიდენენ, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ამ წარმატების შედეგად, აშშ FIFA-სგან მინიმუმ 13 მილიონ დოლარს მიიღებს. ყოველი შემდეგი ეტაპის გადალახვისას, ფულადი პრიზი უფრო და უფრო გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგებს კაცების გუნდი აღწევს, ფინანსურად ქალთა ნაკრებიც იხეირებს.

ეს იმის გამო ხდება, რომ მაისში ქალთა და მამაკაცთა გუნდებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რაც ნიშნავდა, რომ ისინი გააერთიანებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გამომუშავებულ თანხას და თანაბრად გაანაწილებდნენ. შეთანხმება გაფორმდა იმისთვის, რომ შესაბამისი მიღწევებისთვის ორივე გუნდს თანაბარი ანაზღაურება ჰქონდეს.

აქედან გამომდინარე, აშშ-ს კაცთა ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, ქალთა ნაკრები $6,5 მილიონს მიიღებს.

როგორც ზემოთ ვახსენე, გრეგ ბელჰატერის გუნდი მომავალ შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი 3 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები