პრემიერ ლიგის გუნდები შეთანხმდნენ თუ როგორ დაისაჯოს სიტი
ყველა პრემიერლიგური კლუბი შეთანხმდა როგორ უნდა დაისაჯოს "მანჩესტერ სიტი", იმ შემთხვევაში თუ "ქალაქელებს" წარდგენილი ბრალდება დაუმტკიცდათ.
ოთხწლიანი გამოძიების შემდეგ, პრემიერ ლიგამ “მანჩესტერ სიტი” ფინანსური წესების დარღვევაში დაადანაშაულა. თუ ბრალდება დადასტურდა, მარტინ ზიგლერის თქმით, “ქალაქელებს” მთელი რიგი სანქციები ელით, მათ შორის ქულების დაკლებაც.
BREAKING: Man City charged by the Premier League for breaches of financial rules following a four-year investigation.
— talkSPORT (@talkSPORT) February 6, 2023
The current Premier League champions could be hit with a points deduction if the breaches are proved.
📲 Listen ☞ https://t.co/VJgUHnqdM1 pic.twitter.com/WNaVjGzOrY
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ ლიგის დიდი ექვსეულის გუნდები "სიტის" მკაცრად დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, The Sun-მა გაარცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დიდი გუნდების მოთხოვნას დარანჩენი ინგლისის უმაღლესი დივიზიონის გუნდებიც შეუერთდნენ. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კლუბები "სიტის" პრემიერ ლიგიდან გაგდებას ითხოვენ.
Sky Sports-ის ინფორმაციით, სანქციები ასეთი მკაცრი არ იქნება. დიდი ალბათობით, "ქალაქელებს" რამდენიმე ქულას დააკლებენ.