"ასეთი მატჩის მოსაგებად, სრულყოფილი დაცვა და შეტევა გჭირდება" - ანჩელოტი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონის ბოლო "ელ კლასიკოს" მოსაგებად და საჩემპიონო შანსების გადასარჩენად, "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბი" მბაპეს დუბლით 0:2 იმარჯვებდა, "ბარსელონამ" დაქამბექება და შეხვედრის სასურველი შედეგით (4:3) დასრულება შეძლო.
"ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ ასეთი დონის მატჩის მოსაგებად, მხოლოდ კარგი შეტევა საკმარისი არაა.
ასეთი დონის თამაშის მოსაგებად, იდეალური შეტევა უნდა გქონდეს და თავს ბრწყინვალედ იცავდე. კარგად ვუტევდით, მაგრამ 30-წუთიან მონაკვეთში ბევრი დაცვითი შეცდომა დავუშვით, რაც მარცხის ფასად დაგვიჯდა.
შეტევაში ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. არ დაგვავიწყდეს, რომ 5 ფეხბურთელი გვაკლდა. - კარლო ანჩელოტი.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 36-ტურში მადრიდის "რეალი" "მალიორკას" დაუპირისპირდება.