"სახლში დავბრუნდი" - ჟოაუ კანსელოს პირველი კომენტარი ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ
ჟოაუ კანსელომ, ბარსელონაში დაბრუნებით, ოცნება აისრულა. პორტუგალიელი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და როგორც ცნობილია, მისი ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.
კანსელო უკვე ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა, ალ ჰილალთან მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2027 წლამდე იყო ძალაში, გაწყვიტა. ახლა კი იმ გუნდს დაუბრუნდა, რომლის ღირსებასაც იჯარის სახით იცავდა. პორტუგალიელი კატალონიურ გარემოს ძალიან კარგად იცნობს.
ალ ჰილალმა, თავდაპირველად, კანსელოს სანაცვლოდ, 10 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბს აიძულა, კონტრაქტის გაწყვეტაზე დათანხმებულიყო. კანსელომ იმ ფაქტითაც ისარგებლა, რომ სიმონე ინძაგი მას საკუთარ გეგმებში არ განიხილავდა. ამასთან ერთად, ალ ჰილალს, საუდის არაბეთის ლიგის რეგულაციების შესაბამისად, ლეგიონერი ფეხბურთელების რაოდენობის შემცირება ჭირდებოდა.
ბარსელონაში გამგზავრების დროს, კანსელომ, თვითმფრინავიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაურთო - "სახლში ვბრუნდები". ეს სიტყვები კატალონიური კლუბისადმი მის დამოკიდებულებას და დაბრუნების მრავალწლიან სურვილს გამოხატავს.
დიდი ალბათობით, ბარსელონა, კანსელოს ოფიციალურად არ წარადგენს, რადგან ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. კანსელო იმ კლუბში ბრუნდება, სადაც წასვლის დღიდანვე უნდოდა დაბრუნება.
🚨🔵🔴 João Cancelo, back to Barcelona: “I am where I want to be!”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 17, 2026
🎥 @victor_nahe pic.twitter.com/D0ROo5LTpt