Belive

"ასეთი რამ ნახევარფინალში შესაძლოა ყველას დაემართოს" - კარლო ანჩელოტი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარლო ანჩელოტის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ 4:0 განადგურდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ შეძლო. უდავოა, რომ ეს საღამო იტალიელი სპეციალისტისთვის კომშმარული გამოდგა. ესპანურ მედიაში მალევე გაჩნდა კითხვები უნდა დარჩეს თუ არა კარლო მადრიდში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ შევხვდით მეტოქეს, რომელმაც პირველ ტაიმში მეტი ინტენსივობით და ხარისხით ითამაშა. ეს დიდი უპირატესობა იყო. ასეთი რამ ყველას შეიძლება ნახევარფინალში დაემართოს. არ ვისაუბრებ შემართებაზე. ჩვენ დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი იყო. კარგი სეზონი გვქონდა. ბოლო ოთხ თამაშში უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი სახე. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება სტამბულში 10 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები