Belive

არტეტა რაიაზე: ,,ეს იყო მეკარის 2 საუკეთესო მოგერიება, რაც ჩემს კარიერაში მინახავს''

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, ,,მეთოფეთა'' მეკარემ, დავიდ რაიამ აღაფრთოვანა, რომელმაც ,,ატალანტასთან'' შეხვედრაში რეტეგის ჯერ პენალტი არ გაატანინა, შემდეგ კი დამატებაზეც აჯობა:

,,მეტოქე ბევრჯერ მარტივად გავატარეთ, მაგრამ დაცვაში დიდი პრობლემები არ გვქონია. შემდეგ კი ჩემს კარიერაში მეკარის 2 საუკეთესო სეივი ვნახე.

რა თქმა უნდა, რაიას გასული წელიც შთამბეჭდავი იყო და ამ სეზონშიც არაჩვეულებრივია - თუნდაც, ასტონ ვილასთან მოგერიებული დარტყმა, რომლითაც თამაშში დავრჩით... ამ დონის მეკარისგან სწორედ ეს გვჭირდება ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავიდი ასეთ ფორმაშია'' - მიკელ არტეტა

რაიას ბრწყინვალე თამაში ,,ატალანტას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმაც გამოარჩია:

ის ნამდვილი კატაა! პირველი მოგერიება კარგი იყო, მაგრამ მეორე უბრალოდ დაუჯერებელია... ვფიქრობ მისი როლი გადამწყვეტი იყო.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ,,ატალანტასა'' და ,,არსენალს'' შორის უგოლოდ დასრულდა.

სხვა სტატიები