Belive

კარგი სიახლე პარი სენ-ჟერმენისთვის - დემბელემ გუნდთან ერთად ივარჯიშა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-მ დიდი სტიმული მიიღო, რადგან უსმან დემბელე, "არსენალთან" მატჩის წინ, ვარჯიშს დაუბრუნდა.

ფრანგმა შემტევმა, როგორც ჩანს, გამოჯანმრთელების სწრაფი პროგრესი აჩვენა, მას ბარძაის კუნთის ტრავმა აწუხებდა. უსმანმა არსენალთან პირველ შეხვედრაში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა (კვარცხელიას ასისტით), 'პარკ დე პრენსზე' ჩასატარებელ შეხვედრაში კი მისი თამაში საეჭვო იყო.

ეს სერიოზული არ არის, ძალიან უმნიშვნელო რამაა, მაგრამ საპასუხო მატჩში მონაწილეობა, ალბათ, საეჭვოა.

ჩვენ ვეცდებით, დემბელე მოედანზე დავაბრუნოთ. თუ უსმანს თამაში შეუძლია, ეს უკეთესია, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, ჩვენ მაინც ნამდვილი გუნდი ვიქნებით. ამას სეზონის დასაწყისიდან ამას ვამბობთ. - განაცხადა ლუის ენრიკემ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე მატჩში პსჟ არსენალს მიიღებს, თამაში 7 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები