Belive

არსენალი მილინკოვიჩ-სავიჩს აკვირდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით ინტერესდება.

წყაროს მტკიცებით, "მეთოფეები" საჩემპიონო ბრძოლაში პოზიციების გამყარების მიზნით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას შეეცდებიან. სეზონის დაწყების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიკელ არტეტას გუნდი "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" კონკურენციას გაუწევდა და საჩემპიონო ბრძოლაში იქნებოდა ჩართული, თუმცა, "არსენალმა" ყველას გაკვირვება შეძლო.

ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ "ლაციოს ვარსკვლავის ტრანსფერში ალბერტ სამბი ლოკონგას ჩართვას შეძლებენ, რის შემდეგაც, მილინკოვიჩ-სავიჩს £52.5 მილიონად გაიფორმებენ.

სხვა სტატიები