"რთული მატჩები გველის, მაგრამ მოსაგებად ვიბრძოლებთ" - მიკელ არტეტა
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, "არსენალისა" და "ჩელსის" დაპირისპირება შედგა. "ემირეიტსზე" გამართული ლონდონური დერბი "არსენალის" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
"არისტოკრატების" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "არსენალი" სატურნირო ცხრილში კვლავ დაწინაურდა, თუმცა მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს.
ლონდონური დერბის შემდეგ, "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
"კიდევ 4 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ კვლავ შევძელით სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნება. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რომლის შესახებაც საღამოს ვისაუბრეთ - შეგვიძლია, თუ არა შევინარჩუნოთ ის პოზიცია, რომელზეც თვეების განმავლობაში ვიმყოფებოდით? უნდა მოვიცადოთ, ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მორიგი რთული მატჩი "ნიუკასლის" წინააღმდეგ გველის, თუმცა, გამარჯვებისთის ვიბრძოლებთ", - მიკელ არტეტა.
🗣️ "We have four games to go, we are top of the league!"
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) May 2, 2023
Mikel Arteta on the title race 🏆 pic.twitter.com/ED4YrDtp8k
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში, "ნიუკასლი" "არსენალს" უმასპინძლებს. პრინციპული დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.