"გარემოებებმა ამის შესაძლებლობა არ მომცა" - მესი ბარსელონას შესახებ საუბრობს
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი საკუთარი კარიერის და ბარსელონაში ვერ დარჩენის მიზეზების შესახებ საუბრობს. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამბობს, რომ სურდა, მთელი კარიერა კატალონიურ გრანდში გაეტარებინა, მაგრამ გარემოებებმა ამის შესაძლებლობა არ მისცა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ბარსელონაში იმდენი დრო გავატარე, რომ ყველანაირი მოგონება დამიგროვდა, ცუდიც და კარგიც, რაც ნორმალურია ამხელა კარიერისთვის. ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ არის და რთული მომენტებიც არსებობს.
ბარსელონა ჩემი სახლია, ჩემი ადგილი, ჩემი ხალხი. მთელი კარიერის აქ გატარება ძალიან მინდოდა. სხვა ევროპულ გუნდში თამაშის სურვილი არ მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ გარემოებები სხვანაირი გამოდგა", - ამბობს ლიონელ მესი.
ბარსელონას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ 8 ოქროს ბურთის მფლობელის გუნდში დაბრუნებას აპირებს.