Belive

არნგენტინის და ესპანეთის ფედერაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინალისიმას გაუქმების სერიოზული რისკი არსებობს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, არგენტინის და ესპანეთის ფედერაციებს შორის შეთანმხება ვერ შედგა.

ესპანეთის ფედერაციამ რეალ მადრიდთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, რომ ფინალისიმა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართოს. მაგრამ, ლოგისტიკურიმ უსაფრთხოების და მოთამაშეების გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, არგენტინა მადრიდში თამაშზე უარს ამბობს.

ესპანეთში ამბობენ, რომ არგენტინას ორი მიზეზით თამაში არ სურს: კატარიდან სოლიდურ თანხად მიიღებდნენ და წაგების შიში.

შეგახსენებთ, რომ ფინალისიმა კატარის დედაქალაქ დოჰაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მიმდინარე მოვლენების გამო ეს ვერ მოხერხდა. ეს მატჩი 27 მარტს 22:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები