Belive

დიდი ეპოქის დასასრული | ზლატკო დალიჩმა 9 წლის შემდეგ ხორვატიის ნაკრები დატოვა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ხელმძღვანელობიდან ცხრა წლის შემდეგ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა.

"თითქმის ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა გადაწყვიტა დაასრულოს წარმოუდგენლად წარმატებული თავი ხორვატიის ნაკრებთან ერთად.

მთავარო მწვრთნელო, გმადლობთ ყველაფრისთვის: გამარჯვებებისთვის, მიღწევებისთვის, საგზურების მოპოვებისთვის, მედლებისთვის, ერთიანობისთვის, პატივისცემისთვის და თქვენი ურყევი ერთგულებისთვის, რათა გებრძოლათ ხორვატიისთვის, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ზლატკო დალიჩს ყველაზე მეტ 111 შეხვედრაში ჰყავს გუნდის მოედანზე გაყვანილი. მასთან ერთად გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის, 2022-ში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები