Belive

დე ლა ფუენტე: "ჩემთვის ბევრად კარგია, რომ როდრი ბარსელონაში გადავიდა"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დე ლა ფუენტემ, როდრის ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვისაც უკეთესია, რომ ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.

"ბარსელონას ახლა ესპანეთის ნაკრების ბირთვი ჰყავს როდრის დამატებით და ეს ჩემთვის კიდევ უკეთესია, რადგან ისინი მთელი წლის განმავლობაში ერთად ითამაშებენ.

ისინი კლუბურ დონეზე შეუდარებელ ქიმიას შექმნიან და ეს მხოლოდ სარგებელს მოგვიტანს საერთაშორისო ასპარეზზე.

ვიმედოვნებ, რომ მათ ისეთი მოთამაშეებიც შეუერთდებიან, როგორებიც არიან პედრო პორო და ლაპორტე. ბარსელონა ყოველთვის წარმატებული ესპანეთის ნაკრების ხერხემალი იყო და მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ." - დე ლა ფუენტე

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ როდრი ოფიციალურად გაიფორმა და ახალი სეზონიდან ოქროს ბურთის მფლობელი კატალონიელებს გააძლიერებს.

რაც შეეხება დე ლა ფუენტეს, 65 წლის მწვრთნელი ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა, ეროვნულ ნაკრებში კი 2023 წლიდან ირიცხება, სადაც ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები