Belive

"რაჰიმს პირდაპირ ვუთხარი, რომ სათამაშო წუთების მიღება გაუჭირდებოდა" - ენცო მარესკა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რაჰიმ სტერლინგი და ბენ ჩილველი გუნდს მიღმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მოთამაშეები პირველ გუნდთან აღარ ვარჯიშობენ. ეს ორი ფეხბურთელი არა მარტო შემადგენლობიდან ამოაგდეს არამედ, სამომავლო პროექტშიც კი აღარ განიხილებიან.

სტერლინგი და ბენი პირველ გუნდს მიღმა ვარჯიშობენ. ვცდილობ მათთან გულწრფელი ვიყო. რაჰიმს პირდაპირ ვუთხარი, რომ რომ სათამაშო წუთების მიღება გაუჭირდებოდა. "ჩილისაც" გაუჭირდებოდა. მე არ ვამბობ, რომ რაჰიმი კარგი ფეხბურთელი არ არის მაგრამ, მე სხვა ტიპის გარემარბი მირჩევნია. - განაცხადა ლონდონელთა თავკაცმა

აღსანიშნავია, რომ სტერლინგმა "ჩელსის" რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლთან ერთად, 12 ასისტიც შეასრულა.

სხვა სტატიები