Belive

"ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია" - გიორგი მამარდაშვილი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგისათან დაპირისპირებით იწყებს. საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.

"ვალენსიასა" და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახურთან ისაუბრა. კიპერის ინტერვიუ ეროვნული ნაკრების ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდა.

"ძალიან მნიშნელოვანი მატჩები გველის. ვიცით, რომ ესპანეთი ტოპ გუნდია, ამიტომ მეორე ადგილის დასაკავებლად ბრძოლა გაიმართება. ვფიქრობ, რომ არც ესპანეთისთვის ვიქნებით მარტივად დასამარცხებელი გუნდი. ბევრი თამაშის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ეს არის ალბათ ყველას მიზანი და ოცნება და ჩემი აზრით უკვე დროა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.

ამ ყველაფერს პირველ რიგში ბევრი შრომა სჭირდება, რა თქმა უნდა, მწვრთნელების მიდგომაც აუცილებელია და როგორ გენდობა მწვრთნელი. მწვრთნელს შეუძლია აგაშენოს და დაგანგრიოს.

რაც არ უნდა დიდ გუნდში ითამაშო, შენი ხალხი საერთოდ სხვაა და სხვა სტიმულს გაძლევს. საერთოდ სხვა წნეხია ეროვნულ ნაკრებში თამაში და ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ამ ყველაფრის გადალახვა ჩემთვის დიდი ემოცია იყო და შევძელი კარგად თამაში. როგორც ჩვენს ხალხს ეიმედება, ისე გვეიმედება ჩვენც საკუთარი თავის. მინდა ხალხს მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ერთად გავიმარჯვოთ", - გიორგი მამარდაშვილი.

ფოტო: facebook.com/nakrebi

სხვა სტატიები