Belive

Goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში დააწინაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-ის რედაქცია 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ფიქრობს. სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი საფეხბურთო გამოცემა, ოქროს ბურთის სავარაუდო პრეტენდენტებს აქვეყნებს და პერიოდულ განახლებებს აკეთებს.

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, Goal.com-ის სიაში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. გამოცემის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ რეიტინგში, ხვიჩა კვარაცხელია მე-10 პოზიციას იკავებდა, თუმცა უკანასკნელი განახლების შედეგად, "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი 2 პოზიციით დაწინაურდა და მე-8 საფეხურზე აღზევდა.

10. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი")

9. ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")

8. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

7. ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი")

6. მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

5. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი")

4. რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა")

3. ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი")

2. კილიან მბაპე ("პარი სენ-ჟერმენი")

1. ლეო მესი (პარი სენ-ჟერმენი")

სხვა სტატიები