არგენტინის ძირითადი შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე, რომელშიც არგენტინისა და საფრანგეთის დაპირისპირებას ვიხილავთ, 2 საათზე ნაკლებია დარჩენილი.
ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე "ცხელი წერტილია" და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მისკენაა მიმართული. რამდენიმე საათში მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი – შეძლებს კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, თუ ლეო მესი დაეუფლება ნანატრ ტიტულს?
ფინალური მატჩის წინ, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლიონელ სკალონიმ “ალბისელესტეს” ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინის ძირითადი შემადგენლობა: მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო, დე პაული, დი მარია, ფერნანდესი, მაკალისტერი, მესი, ალვარესი.