Belive

არგენტინასთან კანადის მოგებაზე დრეიკმა 300 ათასი დოლარი დადო

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დრეიკმა კოპა ამერიკის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინასთან კანადის ეროვნული ნაკრების გამარჯვება ივარაუდა.

კანადელმა რეპერმა მისი ქვეყნის მოგებაზე 300 ათასი დოლარი დადო და ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გამარჯვების შემთხვევაში, დრეიკის სუფთა მოგება 2,6 მილიონ დოლარამდე იქნება.

დრეიკი თამამი ფსონებით გამოირჩევა - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან არგენტინის მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო.

მანამდე კი კანადელმა 239 ათასი დოლარი ჟოზე ალდოსთან მერაბ დვალიშვილის მარცხზე განათავსა - შეხვედრა UFC-ის ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები