არგენტინამ პერუ მესის დუბლით დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, სამხრეთ ამერიკის ზონის შეხვედრაში პერუსა და არგენტინის დაპირისპირება შედგა. ლიმაში, ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძლების მარცხით 0:2 დასრულდა.
პერუს კარში გატანილი ორივე გოლის ავტორი ლეო მესი გახდა, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "ალბისელესტეს" გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ 57-წუთზე მესიმ მესამე გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
LEO MESSI SCORES ANOTHER ONE VS PERU
— MC (@CrewsMat10) October 18, 2023
pic.twitter.com/iE6OT2Jbvf
4 ტურის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპს არგენტინა ლიდერობს. "ალბისელესტემ" ოთხივე მატჩის მოგება შეძლო გატანილი და გაშვებული ბურთების თანაფარდობა კი 7:0-ზეა.
Leo Messi (Argentina vs Peru)pic.twitter.com/mAco27enlk
— 🔴WFGOALS (@WFTV46) October 18, 2023
Leo Messi against Peru. Second goal⚽ pic.twitter.com/Q3zqdQ1AcU
— JUMBLE BAG (@JumbleBag) October 18, 2023