Belive

სარეკორდო მე-16 კოპა ამერიკის თასი - არგენტინამ კოლუმბია დაამარცხა | მიმოხილვა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინამ ზედიზედ მეორედ, სულ კი რეკორდული რაოდენობის მეთექვსმეტე კოპა ამერიკის თასი მოიგო.

ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო უგოლო ფრე დასრულდა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის გოლის წყალობით გაირკვა.

64-ე წუთზე ლეო მესიმ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მისი მოედნიდან გაყვანა გახდა საჭირო, ამ ფაქტორმა არგენტინას გამარჯვების მოპოვებაში ხელი მაინც არ შეუშალა.

მიმოხილვა:

არგენტინამ 2021 წლის კოპა ამერიკის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზედიზედ მესამე მთავარი ტიტული მოიგო.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე წაგების მიუხედავად ხამეს როდრიგესი გახდა.

სხვა სტატიები