Belive

areanapoli: "დრიბლინგის მეფე - ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთვის გადამწყვეტი მოთამაშეა"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიაში აქტიურად საუბრობენ.

areanapoli.it-ი 22 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სათაურით - "კვარაცხელია სერია A-ს დრიბლინგის მეფე: "ნაპოლის" ფეხბურთელის შთამბეჭდავი ციფრები".

"ქართველი გარემარბი მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ს გათამაშებაში ყველაზე მეტი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელია. სერია A-ს მეათე ტურის მატჩის შემდეგ დასკვნების გამოტანის დროა. "ნაპოლი" მეხუთე ადგილზეა, მაგრამ სეზონის რთული ტრავმის შემდეგ, გუნდი მომჯობინდა, ეს კი სრულფასოვნად ხვიჩა კვარაცხელიას კარგ სათამაშო ფორმაში დაბრუნების შედეგია.

"ვერონას" კარში გატანილი ორი გოლი ქართველის კარგი ფორმის დადასტურებაა. მან შეძლო და დაიბრუნა ის დონე, რომლითაც წინა სეზონში გულშემატკივრებს ნუსხავდა. ის ასევე გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც "უნიონ ბერლინთან", როცა ჯაკომო რასპადორის საგოლე შანსი შეუქმნა.

კვარაცხელიას გავლენა იტალიის ჩემპიონატზე სტატისტიკაშიც აისახება gianlucadimarzio.com-ის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ქართველი ამ დროისთვის სერია A-ში ყველაზე მეტი დრიბლინგის მქონე მოთამაშეა - 87. საშუალოდ, კვარაცხელია ერთ მატჩში წარმატებული დრიბლინგის განხორციელებას 11-ზე მეტჯერ ცდილობს. ჩემპიონატში მან ცხრაჯერ ითამაშა, პირველი ტურის მატჩი კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს areanapoli.it-ი.

2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები