Belive

არდა გიულერი: ,,ვარჯიშის ბოლოს ასეთ დარტყმებზე ბევრს ვმუშაობ''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გამართული მატჩი თურქეთის ნაკრების შემტევმა, არდა გიულერმა შეაფასა:

,,წარმოუდგენელ გრძნობებს განვიცდი! ამ გოლზე ვოცნებობდი!

მინდოდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გამებედნიერებინა. ქომაგებისგან წარმოუდგენელ სიყვარულს ვგრძნობ და მათ გასახარებლად ბევრს ვმუშაობ.

ვარჯიშის ბოლოს ასეთ დარტყმებს ხშირად ვასრულებ. გამარჯვებით ბედნიერი ვარ. დაე, ეს ყველასთვის საჩუქარი იყოს!'' - არდა გიულერი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები