Belive

არდა გიულერი: "მინდა, რომ რეალის ლეგენდა გავხდე..."

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის “რეალმა” 18 წლის თურქი ფეხბურთელის – არდა გიულერის ტრანსფერი გააოფიციალურა, დღეს კი სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჟურნალისტებთან მის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

"ბევრი გუნდი მთავაზობდა კონტრაქტს, თუმცა მე მადრიდის რეალი ავირჩიე, რადგან ეს არის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი, წარმატებული და ისტორიული კლუბი. ჩემი აქ თამაში ოცნება იყო და ალბათ ვერცერთ ბედნიერ სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე აქ ვითამაშებდი.

ჩემი მიზანია, რომ მადრიდის რეალის ლეგენდა გავხდე და ვფიქრობ, რომ ეს გამომივა. ამისათვის ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მომიწევს, თუმცა აქ იმიტომ მოვედი, რომ ამის პოტენციალი გამაჩნია..." - არდა გიულერი.

არდა გიულერი 18 წლის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც “ფენერბაჰჩეს” ღირსებას 2021 წლიდან იცავდა. არდა უკვე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახდა. მან ნაკრებში 4 მატჩი ითამაშა, სადაც ერთი გოლის გატანა შეძლო.

არდა გიულერი მადრიდის "რეალში" 24 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

სხვა სტატიები