არბიტრმა, რომელიც ინგლისისა და საფრანგეთის მატჩს წარუძღვა, შესაძლოა ფინალი განსაჯოს
შესაძლოა, ვილტონ სანპაიომ კატარის მუნდიალზე ფინალი იმსაჯოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს არბიტრი წარუძღვა ინგლისისა და საფრანგეთის ნახევაფინალურ დაპირისპირებას.
ინგლისელი გულშემატკივარი, აღნიშნულ მატჩში, ბრაზილიელი მსაჯის მოქმედებებით უკმაყოფილო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სამპაიომ ბრიტანელებს ორი პენალტი დაუნიშნა, ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მან ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება არასწორად მიიღო. გარი ნევილმა სამპაიოს სასაცილო მსაჯიც კი უწოდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, The Times-ის ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ ფინალი 40 წლის არბიტრმა განსაჯოს. იმის გამო, რომ ბრაზილია ხორვატიამ პენალტების სერიაში დაამარცხა, სამპაიოს ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში შეუძლია მსაჯობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგლისის გავარდნის შემდეგ, FIFA ენტონი ტეილორის ვარიანტსაც განიხილავს.