Belive

კონორ მაკგრეგორმა ფსონი კრიშტიანუს ბომბარდირობაზე დადო

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში კონორ მაკგრეგორმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მის მიერ გაკეთებული ფსონი ჩანს. ირლანდიელმა მებრძოლმა $60,000 ევრო 2024-ზე კრიშტიანუ რონალდუს ბომბარდირობაზე დადო.

შეგახსენებთ, რომ კონორი და რონალდუ ერთმანეთს საუდის არაბეთში ენტონი ჯოშუასა და ოტო ვალინის ბრძოლაზე შეხვდნენ.

ევრო 2024-ის პირველ ტურში კრიშტიანუ რონალდუმ გოლის გატანა ვერ შეძლო. მიუხედავად კრიშტიანუს უგოლო თამაშისა, პორტუგალიამ გამარჯვება შეძლო და ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს საქართველოსთანაც მოუწევს თამაში. 26 ივნისს პორტუგალია-საქართველოს შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები