Belive

არბიტრი პრემიერლიგიდან: სლოვანი - დინამო ბათუმის მატჩის მსაჯი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "დინამო ბათუმი" ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება. ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის 2022 წლის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას, საკმაოდ გამოცდილი არბიტრი დევიდ კუტი უხელმძღვანელებს. ინგლისელი მსაჯი 2018 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერლიგისა და ასევე ჩემპიონშიფის შეხვედრებს ემსახურება. FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრს პრემიერ ლიგაში დებიუტი 4 წლის წინ ჰქონდა, საერთაშორისო დონეზე კი გამოცდილების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. იგი UEFA-ს ერთა ლიგის C დივიზიონის, ევროპის 19 და 21-წლამდე ჩემპიონატებისა და UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ემსახურებოდა. რაც შეეხება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, აქ მას აქამდე არასდროს უმუშავია.

სხვა სტატიები