Belive

"სტვენა, გინება, ბოთლების სროლა და ჩხუბი" - სლოვანის ქომაგებმა ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” ბრატისლავის “სლოვანთან” სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა. სლოვაკური მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილოები იყვნენ და აგრესია საკუთარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ გამოხატეს. "ამას ვერ უყურებ" "ჩვენ გვინდა "სლავი" - ეს ის შეძახილები იყო, რომელსაც მატჩის მიწურულს სლოვაკური გუნდის გულშემატკივრები ტრიბუნიდან ფეხბურთელებს ასმენინებდნენ, რასაც მოგვიანებით სტვენა მოჰყვა. გამაყრუებელი სტვენა და სკანდირება მასპინძელთა მიერ ბურთზე კონტროლის ვერ მოპოვებამ და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის კარის მიმართულებით მომენტების ვერ შექმნამ გამოიწვია. თუმცა ობსტრუქცია არ იყო ერთადერთი აპათიური მოქმედება, რომელსაც მასპინძელმა ქომაგებმა მიმართეს. როგორც ირკვევა, მასპინძელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ზურგი მიაქციეს, შემდეგ კი მატჩისშემდგომ სამადლობელ ტაშზეც უარი თქვეს და მოედნის მიმართულებით ცარიელი ჭიქები და ბოთლები ისროლეს. როგორც სლოვაკეთში წერენ გარდა ნაჩვენები თამაშისა და შედეგისა, გულშემატკივრის გულისწყრომა იმან გამოიწვია, რომ მატჩამდე კლუბის ხელმძღვანელობა მათ სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდებდა და "წარმატებული შედეგების მიუხედავად მათი მხრიდან უმადურობაში ადანაშაულებდა". ცნობილი ხდება ისიც, რომ ქომაგების გარკვეული ნაწილი სათადარიგოთა სკამთანაც კი მიიჭრა და ფეხბურთელებს უშვერი სიტყვებით მიმართა, ამ ყველაფერს კი ორგანიზატორებსა და გულშემატკივარს შორის კონფლიქტი და ჩხუბი მოჰყვა. “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” 13 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები