Belive

სლოვანი ოლიმპია ლუბლიანასთან დამარცხდა | ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავის "სლოვანი" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ოლიმპია ლუბლიანასთან" 1:2 დამარცხდა. ქართველებმა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშეს.

ეს მატჩი სლოვაკური გუნდისთვის ბევრს არაფერს ცვლიდა, რადგან მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. ქართველების გუნდი კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს.

რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა "ოლიმპია ლუბლიანასთან" მატჩში

ჯაბა კანკავა Sofascore-მა 7.1-ით შეაფასა.

Sofascore-სგან გურამ კაშიამ 6.5 შეფასება დაიმსახურა.

სხვა სტატიები