Belive

"არავინ უნდა ჩამოვწეროთ, ვინც მერვედფინალში გავიდა" - კარლ-ჰაინც რუმენიგე

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში ატალანტა ბაიერნს დაუპირისპირდება, მიუნხენური გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

მთავარია, არ დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც ბევრმა დიდმა კლუბმა დაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე, ვგულისხმობ ფავორიტად ყოფნას და საბოლოოდ მარცხს, როგორც ეს მანჩესტერ სიტის, ბოდო გლიმტისა და დორტმუნდის ბორუსიას შემთხვევაში მოხდა.

გასულ წელს (სელტიკი) გლაზგოში 1:2 მოვიგეთ, შემდეგ საპასუხო შეხვედრაში ვაგებდით და ბოლო წუთებზე გავათანაბრეთ და სწორედ ამით გავედით მომდევნო ეტაპზე, ასეთი შეცდომები ხშირად ხდება. ზოგადად საზოგადოება თვლის, რომ ასეთი ტიპის თამაშები მარტივია, მაგრამ მარტივი თამაშები აღარ არსებობს.

არ ველოდი, რომ ატალანტა დორტმუნდის ბორუსიასთან აღნიშნულ ჩამორჩენას აღმოფხვრიდა, მაგრამ ამ სეზონში არავინ უნდა იყოს დაუფასებელი. ეგრეთწოდებული პატარა გუნდებიც კი კარგად თამაშობენ, არავის ეგონა, რომ ბოდო გლიმტი ტურნირიდან ინტერს გამოთიშავდა, მათ პირველი მატჩი მოიგეს და ყველას ეგონა, რომ საპასუხო მატჩში შედეგი შეიცვლებოდა, მაგრამ სან სიროზეც მოიგეს. არავინ უნდა ჩამოვწეროთ, ვინც მერვედფინალში გავიდა.

ატალანტა ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, მათ ევროპა ლიგაზეც აჩვენეს თავისი ხარისხით, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც იტალიურ გუნდს გასპერინი წვრთნიდა, მაგრამ პალადინოც კარგ შედეგებს აჩვენებს. - კარლ-ჰაინც რუმენიგე

ბაიერნი/ატალანტას წყვილიდან გამარჯვებული რეალ მადრიდი/მანჩესტერ სიტის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, რუმენიგემ აღნიშნულზე ასეთი რამ განაცხადა:

იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე ჩემი მეგობარი პეპ გვარდიოლა გავა, ამისდა მიუხედავად რეალ მადრიდს დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში, როდესაც გადამწყვეტი თამაშები დგება რეალი ყოველთვის რეალია. - კარლ-ჰაინც რუმენიგე

სხვა სტატიები