Belive

არაბი ინვესტორების პირველი ტრანსფერი - ნიუკასლმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ​ი მედია ა​ვრცელებს და წერს, რომ "კაჭკაჭები" 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდის "ატლეტიკოს" 16.5 მილიონს გადაუხდის. Sky Sports-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი იმედოვნებდა, რომ კირან ტრიპიერი დარჩებოდა, მაგრამ განაპირა მცველმა ნათლად აჩვენა, რომ ინგლისში დაბრუნება სურდა. 31 წლის ფეხბურთელი გახდება "ნიუკასლში" საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული პროექტის პირველი ტრანსფერი. ტრიპიერი ​"მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში "ბარნლის", "ბარნსლის" და "ტოტენჰემის" რიგებში უთამაშია, "როხიბლანკოსთან" ერთად კი ლა ლიგის 2021 წლის ჩემპიონი გახდა. მას ინგლისის ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.

სხვა სტატიები