Belive

"არ ვიცი რა მოხდება შემდეგ სეზონში, მაგრამ მზად ვარ გამოწვევისთვის" - კევინ დე ბრუინე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასი" 5:2 დაამარცხა. მატჩში კევინ დე ბრუინემ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მანჩესტერულ კლუბს ტოვებს, მატჩის შემდეგ კევინმა მედიასთან ისაუბრა:

არ ვიცი რა მოხდება შემდეგ სეზონში, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ გამოწვევისთვის. თუ გუნდებს აქვთ კონკრეტული, კარგი სპორტული პროექტი, შეძლებენ ჩემს დარწმუნებას და ჩემი ოჯახიც თავს კომფორტულად იგრძნობს, გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ. ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ მაინც ვიფქრობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია. ნამდვილად არ ვიცი რომელი გუნდები არიან ჩემით დაინტერესებული.

ინგლისში კარიერის დასრულებაზე? მართალი, რომ გითხრათ არ ვიცი, საფეხბურთო სამყაროში გადაწყვეტილების მიღება 1 კვირაში არ ხდება. - კევინ დე ბრუინე

სხვა სტატიები