"არ შემეძლო ეს დიდი ტრადიცია არ გამეგრძელებინა" - ონანამ მანჩესტერში ტრანსფერი დაადასტურა
კამერუნელმა მეკარემ, ანდრე ონანამ იქამდე, ვიდრე ამას კლუბები ოფიციალურად დაადასტურებდნენ, მილანის "ინტერიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი თავად გააცხადა.
ეს 27 წლის ფეხბურთელმა იტალიიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, La Gazetto dello Sport-თან ინტერვიუში გაამხილა.
"მთავარი ის არის, რომ თუ დავრჩებოდი, თანაბრად ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან "ინტერში" პრობლემები არასდროს მქონია. მართლაც, ჯადოქრობა დაიბადა მილანში, რომლის ახსნაც ძალიან რთულია.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მეკარეების დიდი ტრადიციაა, რომელიც მაიძულებდა ამ არჩევანის გაკეთებას და ამ ტრადიციის გაგრძელების პასუხისმგებლობის აღებას. მინდა, რომ ჩემს ახალ გუნდთან ერთად ტიტულების მოგება მოვახერხო", - თქვა ანდრე ონანამ.
ანდრე ონანა ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ახალ კლუბს უახლოეს საათებში შეუერთდება, რომელთან ერთადაც ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა. ბრიტანული მედიის ცნობით, მეკარე სამედიცინო შემოწმებას 19 ივლისს გაივლის და ინგლისური კლუბი ტრანსფერს ძალიან მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.