Belive

სერ ალექს ფერგიუსონის აურა - ბოსი ძველებურად მკაცრია

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერ ალექს ფერგიუსონი, რომელსაც მისი ყოფილი მოთამაშეები ხშირად „ბოსს“ უწოდებენ, ცნობილი იყო იმით, რომ მანჩესტერ იუნაიტედში უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა და მოთამაშეები მასთან მოწიწებას იჩენდნენ.

პენსიაზე გასვლიდან 12 წლის შემდეგაც კი, ის კვლავ 'შემაშინებელ' აურას ატარებს. როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდები (რიო ფერდინანდი და მაიკლ კერიკი) ფერდინანდის YouTube არხზე, Rio Ferdinand Presents-ზე, დიდხანს საუბრობდნენ, გადაღების ბოლო წუთები ფერგიუსონის მოულოდნელმა გამოჩენამ 2-ჯერ ჩაშალა.

გადაცემის ჩაწერისას, რესტორანში (კადრში) ფერგიუსონი გამოჩნდა, ფერდინანდი კი მისასალმებლად შებრუნდა.

ფერდინანდი და კერიკი: "გამარჯობა, ბოს!"
ფერგიუსონი: "ეს რა არის? ამ პოდკასტში მონაწილეობას არ მივიღებ"
კერიკი: "ახლა ვამთავრებთ, არ ინერვიულოთ, ეს თქვენთვის არ არის"

ფერდინანდმა კი დაამატა, რომ გადაღების შემდეგ ყოფილ მწვრთნელთან ერთად სადილობას აპირებენ.

პოდკასტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეწყდა. საუბარი ხმამაღალმა სატელოფონო ზარმა შეაჩერა. ფერდინანდმა თქვა, რომ იმედია ეს ბოსის ტელეფონი არ არის, თუმცა შეცდა, სწორედ იქვე ახლოს მჯდომ ფერგიუსონს ურეკავდნენ. კერიკი და ფერდინანდი ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ ჯობდა ყოველგვარი კითხვების გარეშე საუბარი გაეგრძელებინათ.

ურთიერთობამ აჩვენა, რომ ყოფილი ფეხბურთელები ისევ ვერ ბედავენ თავიანთი ლეგენდარული მწვრთნელისთვის კითხვების დასმას და ფერგის ავტორიტეტი განუზომლად დიდია.

სხვა სტატიები