,,არ მინდა, გავთვალო...'' - კვირკველია კვარას ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ახდუდის'' მცველს, სოლომონ კვირკველიას, ხვიჩა კვარაცხელიას კატალონიის ,,ბარსელონაში'' შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს:
,,ხვიჩა ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ! მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ!
მის ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან, არ მინდა, რომ გავთვალო...'' - სოლომონ კვირკველია
Mundo Deportivo-ს ცნობით, ,,ბარსელონა'' ზაფხულში შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც აკვირდება.
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.