Belive

მესიმ რონალდუს გადაუსწრო | არგენტინელის საოცარი სტატისტიკა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ში ნიუ იორკ რედ ბულსი ინტერ მაიამის დაუპირისპირდა, მატჩი მაიამელების გამარჯვებით 1:5 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში გამოსარჩევია მესის დუბლი, რადგან არგენტინელმა კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.

მესი MLS-ში ისტორიის წერას აგრძელებს, ლეგენდარულ ფეხბურთელს ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს, ასევე 38 წლის ფეხბურთელმა არაპენალტის ნიშნულიდან 764-ე გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კი მან კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო (763).

სხვა სტატიები