Belive

ემილიანო მარტინესი: "მესის უნიკალური აურა ბევრს აშინებს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველასთვის ცნობილია, რომ ემილიანო მარტინესსა და მესის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა აქვთ. არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე 'ალბისელესტეს' კარს 2021 წლიდან იცავს, მოიგო კოპა ამერიკის 2 ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატი - იუთუბ გადაცემაში ემილიანო მესის შესახებ ამბობს, რომ ის უბრალოდ დიდი ენერგეტიკის მატარებელ ადამიანად დაიბადა და ამას ვერაფერი შეცვლის.

სიმართლეს ვიტყვი, როცა ნაკრებში ახალბედები მოდიან და 37 წლის მესის ხედავენ, მისი ენერგეტიკა მათ აშინებს. როცა მესი სპორტდარბაზში შედის, სხვებიც შედიან, როცა გამოსაცვლელად მიდის, სხვებიც იმავეს იმეორებენ. მე ყველასთან ერთნაირი ვარ და ბევრს ვხუმრობ, თუმცა ლეოს აქვს ის აურა, რომელიც სხვა არცერთ ადამიანში შემხვედრია.

ის საყვარელი ადამიანია, ერთად ვსადილობთ, ერთად ვხუმრობთ - თუმცა როცა ასეთი ნიჭით იბადები, მოგყვება ენერგეტიკაც, რომელსაც ვერაფერს უზამ. - განაცხადა ემილიანო მარტინესმა

მარტინესს ბრწყინვალე წელი ჰქონდა, ის დაეხმარა "ასტონ ვილას" პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაში, მოიგო კოპა ამერიკა ისე, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა - დაიმსახურა ჯერ იაშინის ჯილდო, შემდეგ კი FIFA-ს საუკეთესო მეკარის წოდებაც.

სხვა სტატიები