Belive

ანტონიო რუდიგერი 2 თვე ვერ ითამაშებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდის" მცველი, ანტონიო რუდიგერი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს - გერმანელს მუხლის ტრავმის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

32 წლის ფეხბურთელი კოპა დელ რეის ფინალში, „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციის წინაშე იდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, ლა ლიგის დარჩენილ თამაშებს გამოტოვებდა. რუდიგერმა და რეალმა გადაწყვიტეს ეს ფაქტი გამოეყენებინათ და მოეგვარებინათ მუხლის პრობლემა, რომელიც მას სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში აწუხებდა.

ჩვენს ფეხბურთელ ანტონიო რუდიგერს დღეს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია - მარცხენა ფეხის გარეთა მენისკის ნაწილობრივი დაზიანების გამო.

ოპერაცია ექიმმა მანუელ ლეიესმა, რეალ მადრიდის სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარა. რუდიგერი მალე დაიწყებს გამოჯანმრთელებას - ვკითხულობთ განცხადებაში

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის განცხადებაში გამოჯანმრთელების პერიოდი არ არის მითითებული, ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ რუდიგერი თითქმის ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

სხვა სტატიები