Belive

ჯუდ ბელინგემმა ოპერაცია გაიკეთა - დიდი იარა ინგლისელის მხარზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდისა და ინგლისის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა, სამი კვირის წინ ლონდონში ოპერაცია გაიკეთა, მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა მხრის ტკივილი.

სოციალურ მედიაში ახალი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც მარცხენა მხარზე არსებული იარა ჩანს.

იქამდე, 22 წლის ფეხბურთელმა, ოპერაციის დასრულების შემდეგ საავადმყოფოში გადაღებული ფოტოც გააზიარა და სამადლობელი წერილი დაურთო.

მადლობა ენდრიუ უოლესს და სიუზან ალექსანდერს, მათ გუნდს და ფორტიუსის კლინიკის პერსონალს - ოპერაციისა და სტუმართმოყვარეობისთვის.

დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია, მალე შევხვდებით. - დაწერა ჯუდმა ინსტაგრამზე

აღსანიშნავია, რომ ჯუდ ბელინგემი მხრის ტკივილს 2023 წლიდან იტანდა და ოპერაცია რამდენჯერმე გადადო. მატჩების დროს ის სპეციალურ 'სამხრეს' იყენებედა, რომ დისკომფორტი შეემსუბუქებინა.

მოსალოდნელია, რომ ბელინგემი ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს და შესაძლოა, ლა ლიგის 8 მატჩი გამოტოვოს, ასევე ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ანდორასა და სერბეთთან - სექტემბერში.

სხვა სტატიები