ანტონიო კონტემ კვარაცხელიას ნაადრევად შეცვლის მიზეზი დაასახელა
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "რომას" უმასპინძლა და ლუკაკუს ერთადერთი გოლით დაამარცხა (1:0). 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ წამოწყებული შეტევა დი ლორენცომ გააგრძელა და კაპიტანმა ბელგიელ ფორვარდს გაატანინა. ანტონიო კონტემ კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, ქართველს უკმაყოფილება აშკარად ეტყობოდა, თუმცა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ დეტალურად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება.
მას შემდეგ, რაც მე აქ ვმუშაობ, ხვიჩას ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჰქონდა. ის სანაკრებო თამაშებიდან მცირე დისკომფორტით დაგვიბრუნდა, რაც საშუალებას არ აძლევდა სრული დატვირთვით ევარჯიშა. პირველ ტაიმში ყველაფერი გააკეთა რაც გვჭირდებოდა, მეორეში კი ჩავთვალე, რომ ახალი "ფეხები" გვჭირდებოდა და ხვიჩას ჯანმრთელობით აღარ გავრისკე.
ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, ჰქონდა გოლის გატანის შანსებიც, თუმცა ჩვენ გუნდი ვართ და ყველას ერთად გვმართებს გაუმჯობესება. - განაცხადა ანტონიო კონტემ
ზედიზედ ორი მოუგებელი შეხვედრის შემდეგ, ნაპოლიმ 3 ქულა მოიპოვა და ცხრილის პირველ ადგილს 29 ქულით იკავებს. მომდევნო 4 გუნდს 28 ქულა აქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, გუნდებს შორის დიდი სიმჭიდროვეა. კონტეს გუნდი მომავალ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.