Belive

ლუის ენრიკე: "ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ისტორიულ კლუბს ვეთამაშებით"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 27-ე ტურში, "სენტ-ეტიენი" საკუთარ მოედანზე "პსჟ"-ს მიიღებს. ორივე გუნდს რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ, მასპინძლები უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, პსჟ კი თითქმის ჩემპიონია და ტურნირის დასრულება წაუგებლად სურს. პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.

გუნდი კარგ ფორმაშია, მოთამაშეები ნაკრებიდან დაბრუნდნენ და ისინი თავს კარგგად გრძნობენ. გვინდა ყურადღება ლიგა 1-ზე გავამახვილოთ და მაქსიმუმი გავიღოთ.

ჩვენ ვითამაშებთ სტუმრად ისტორიულ გუნდთან, იქ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. ჩვენ გვიყვარს ეს გარემო და ვიმედოვნებთ, რომ პრობლემები არ იქნება. ძალიან მომეწონა სენტ-ეტიენის თამაში პირველ წრეში. ფეხბურთელებს სწორედ ეს უნდა ესმოდეთ, რომ სტუმრად ისტორიულ კლუბთან ვთამაშობთ.

მოთამაშეებს ვთხოვ, რომ ბურთი ხშირად ჰქონდეთ და მატჩები გააკონტროლონ. თუ იქნება ფეხბურთელი, რომელიც არ უტევს კოლექტიურად და არ იცავს კოლექტიურად, შემდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იქნება.

კვარაცხელიას ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ყველამ ვიცოდით, რამაც ნამდვილად გამაკვირვა, მისი დაცვაში თამაშია. როცა ბურთს ვკარგავთ, ის პირველი გარბის პრესინგის სათამაშოდ, რაც სხვებისთვის მაგალითია. - განაცხადა ლუის ენრიკემ

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი პსჟ-მ 2:1 მოიგო. დემბელემ დუბლი შეასრულა, ზურიკო დავითაშვილმა კი დონარუმას ჯარიმიდან გაუტანა. პირველადგილოსანი პსჟ უახლოეს მდევარ "მარსელს" 19 ქულით უსწრებს, სენტ-ეტიენი კი 20 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

სხვა სტატიები