Belive

ანტონიო კონტე: "ნაპოლის ადგილი ჩემპიონატის მე-10 ადგილზე არ არის"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში "ნაპოლიმ" "მონცას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამ მოგებით ნეაპოლელები ცხრილის პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ და "იუვენტუსს" 1 ქულით უსწრებენ. შეხვედრის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდსა და მიზნებზე ისაუბრა.

ევროთასებზე ვერ მოხვედრას უარყოფითი მხარეებიც აქვს და დადებითიც. უარყოფითი ისაა, რომ შესაძლოა ბოლომდე კონკურენტუნარიანი არ იყო იმ გუნდების წინააღმდეგ, ვინც იქ თამაშობს. მეორე შემთხვევაში კი მეტი თავისუფალი დრო გვაქვს და შეგვიძლია მთელი კვირა ვარჯიშს დავუთმოთ.

ვიცი, რომ ჩემგან დიდი მოლოდინებია, რადგან მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთე. მოდით, გულშემატკივრებს ოცნების საშუალება მივცეთ, მაგრამ მე ბოლომდე მიწაზე უნდა დავრჩე. მესმის ხალხის საუბარი, რომლებმაც არაფერი იციან სკუდეტოს შესახებ - თუ რა ძნელია მისი მოპოვება. ნაპოლი უნდა იყოს იქ, სადაც ის იმსახურებს და ეს ჩემპიონატის მე-10 ადგილი არ არის. - განაცხადა ანტონიო კონტემ

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ნაპოლი სწორედ მე-10 ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე ვერ მოხვდა. მონცასთან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ეს უკვე მისი მე-3 გოლია ჩემპიონატში. ნაპოლი მომავალ ტურში "კომოს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები