ანტონიო კასანომ პოლ პოგბა გააკრიტიკა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"პოგბა 120 მილიონი ევრო არ ღირდა. მას გაუმართლა, რომ მისი წარმომადგენელი მინო რაიოლაა. "იუნაიტედში" ვხედავ კარგ მოთამაშეებს, რომლებსაც ზედმეტს უხდიან. ჩემთვის კლუბის სტრატეგია გაუგებელია. როდესაც გუნდის სათავეში ფერგიუსონი იყო, ის ყველაფერს სწორად აკეთებდა. ფერგიუსონის მოღვაწეობის პერიოდში პოგბას "საპნის ოპერა" არასდროს შედგებოდა. პოლი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არამც და არამც ჩემპიონი, მას არ შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა".პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" ტურინის "იუვენტუსიდან" 2016 წელს 106 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ეს სატრანსფერო რეკორდი იყო იმ მომენტისთვის. მას შემდეგ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა არაერთხელ სცადა "წითელი ეშმაკების" დატოვება, მისი თამაში კი ხშირად კრიტიკის საგანი ხდება.