Belive

მანჩესტერმა ანტონი კლუბში დააბრუნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბრაზილიის ნაკრების შემტევი ანტონი კლუბში დააბრუნეს.

ახალგაზრდა შემტევი რამდენიმე თვის წინ,თავისმა ყოფილმა შეყვარებულმა ძალადობაში დაადანაშაულა. საქმე 2022 წელს მომხდარ ფაქტს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონი გაბრიელას თავს მანჩესტერის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში დაესხა. ფეხბურთელის მიმართ ძალადობის ბრალდებები პირველად ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. საჩივრები ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა გაასაჯაროვა, რის შემდეგაც იგი ნაკრებიდან და კლუბიდან დაუყონებლივ მოკვეთეს. 

თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება სიცრუეა. ამის შემდგომ კი "წითელმა ეშმაკებმა" ბრაზილიელი შემტევი კლუბში დააბრუნა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

"მანჩესტერ იუნაიტედი იღებას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ანტონი ვარჯიშის გაგრძელებას კარინგტონის ბაზაზე შეძლებს. მომავალი სელექციისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელი ხელმისაწვდომი იქნება.

კლუბის შემდგომი ნაბიჯები საქმეში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული..."

- ვკითხულობთ მანჩესტერის განცხადებაში

ანტონი 30 სექტემბერს "კრისტალ პალასთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის იგი სრულ მზადყოფნაში იქნება. 

სხვა სტატიები