"ანორთოსისი ძალიან რთულ სიტუაციაშია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ფინანსური კუთხით" - თემურ ქეცბაია
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში, თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ომონიასთან 0:5 განადგურდა. მასპინძელთა ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან ისაუბრა და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ამჟამად გუნდში არის:
ომონიასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რამეზე საუბარი რთულია, ეს მარცხი ყველა ჩვენგანის ბრალია. ანორთოსისი ძალიან რთულ სიტუაციაშია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ფინანსური კუთხით. მე, როგორც რიგითი ანორთოსისელი, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის, სანამ მათ დავჭირდები, არ გვაქვს უფლება, რომ კლუბი ასეთ რთულ სიტუაციაში მივატოვოთ. მჯერა, გულშემატკივრების მხარდაჭერის, ანორთოსისი თავის ფორმას დაიბრუნებს და კვლავ იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის, ახლა კი მთავარია, რომ ჩემპიონატში ადგილი შევინარჩუნოთ. - თემურ ქეცბაია - ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი
თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარ მწვრთნელად 2 კვირის წინ დაინიშნა და მე-3 მატჩია რაც გუნდს წვრთნის, ამ დროის განმავლობაში, კვიპროსულმა კლუბმა 1 მატჩი ფრედ ითამაშა და 2-ში დამარცხდა. ცხრილში მათ 2 ქულა აქვთ და ბოლოსწინა მე-13 პოზიციას იკავებენ.