კრაიოვამ რაპიდი დაამარცხა | ანზორ მექვაბიშვილის შეფასება
კონფერენს ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში კრაიოვა ვენის რაპიდს ესტუმრა და მეტოქე 0:1 დაამარცხა.
ანზორ მექვაბიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 37-ჯერ შეეხო, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 გამოდგა წარმატებული, 28 გადაცემიდან 23 ზუსტად შეასრულა (82%).
ანზორ მექვაბიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.6
Flashscore - 6.8
კრაიოვა კონფერენს ლიგის ცხრილში 4 ქულით 22-ე ადგილზეა (1 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 ნოემბერს, უტა არადის წინააღმდეგ გამართავს.
დღეს, კიდევ ერთი ქართველის, გაბრიელ სიგუას ლოზანაც თამაშობდა, შვეიცარიული გუნდი კვიპროსულ ომონიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 20 წლის ქართველ ფეხბურთელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ლოზანას კონფერენს ლიგის ცხრილში 7 ქულა აქვს (2 მოგება, 1 ფრე) და მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 ნოემბერს, სიონის წინააღმდეგ გამართავს.