კვიპროსულ "ანორთოსისში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ავთო ებრალიძე ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაცია კვიპროსული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა და დაწერა, რომ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ფამაგუსტელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს - ებრალიძის ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის ზაფხულამდე იქნება.
ებრალიძე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, იქამდე კი, 2021/22 წლების სეზონში, კვიპროსის ჩემპიონატის წარმომადგენელ "დოქსაში" თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 4 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
"ანორთოსისში" ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ კი გუნდში მხოლოდ ეროვნული გუნდის მეკარე, გიორგი ლორია დაჩა.