Belive

Marca: "ანტონიო კონტე უგო ლორისის შეცვლას მამარდაშვილით აპირებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიადან" ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბების დაინტერესებაზე ცნობებიც მალევე გაჩნდა.

ამჯერად, ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ლონდონის "ტოტენჰემის" გეგმები 2023 წლის ზაფხულში უგო ლორისის გაშვება და მისი შემცვლელის ნახვაა.

იმის მიუხედავად, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერმა, რომელიც "დეზების" შემადგენლობაში მე-11 სეზონს ატარებს და 2015 წლიდან ამ გუნდის კაპიტანია, კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ანტონიო კონტეს გუნდს მისი გაშვება სურს.

"იტალიელი სპეციალისტის სამიზნე გიორგი მამარდაშვილია, 21 წლის ქართველი მეკარე, რომელიც ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე, იან ობლაკთან ერთად, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა", - წერს ბრიტანული teamtalk.com-ი.

ამავე წყაროს მასალაში აღნიშნულია, რომ "ღამურებს" ქართველ ტალანტთან განშორება არ სურთ, თუმცა "ტოტენჰემი" იმდენად სარფიან წინადადებას ამზადებს, რომ ესპანელები შესაძლოა, შემოთავაზებას დათანხმდნენ.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" მაისურით 10 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გაშვებული, 2-ჯერ კი კარი მშრალად აქვს შენახული.

სხვა სტატიები