Belive

კოლოსალური თანხა | გონსალო გარსია კარიერას ფულემში გააგრძელებს

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა და ფულემმა აკადემიის აღზრდილ - გონსალო გარსიას ტრანსფერზე სრული შეთანხმება მიაღწიეს. 22 წლის თავდამსხმელი ინგლისურ კლუბს უერთდება, თუმცა „სამეფო კლუბმა“ საკუთარი ინტერესები დაიცვა და ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება ჩადო.

ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ფულემის ახალი მწვრთნელი - ალვარო არბელოა გახლდათ, რომელიც გარსიას მადრიდის აკადემიაში მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

ეს გარიგება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ყიდის „სამეფო კლუბი“ თავისი აკადემიის, აღზრდილებს. ბოლო პერიოდში ნიკო პასის, ვიქტორ მუნიოსის, ალვარო როდრიგესის, ალექს ხიმენესისა და ფრან გარსიას გაყიდვით მადრიდელებმა კოლოსალური თანხა გამომუშავეს. ამჟამად კლუბი ფულემთან კიდევ ერთი ახალგაზრდის - სეზარ პალასიოსის ტრანსფერზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

რაც არ უნდა პერსპექტიულად ითვლებოდეს რეალის აღზრდილი, ფეხბურთელში, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც კი არ უთამაშია და მადრიდში სათადარიგო სკამის მოთამაშე იყო, 70 მილიონი ევროს გადახდა თანამედროვე სატრანსფერო ბაზრისთვისაც კი ნამდვილი სიგიჟეა.

გასულ სეზონში გონსალო გარსიამ ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა შეძლო (6 ლა ლიგაში, 1 კოპა დელ რეიზე და 1 სუპერკოპაზე).

სხვა სტატიები