Belive

ანხელ დი მარია, შესაძლოა, ბენფიკაში დაბრუნდეს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბენფიკა'' არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის, ანხელ დი მარიას, გადაბირებით ინტერესდება.

ლისაბონურმა გუნდმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

დი მარიას გაფორმება ,,ინტერ მაიამისაც'' სურს, მაგრამ თავად არგენტინელისთვის პრიორიტეტული კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებაა.

არგენტინელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინის ,,იუვენტუსი'' დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

სხვა სტატიები