Belive

ანკარაგიუჯუს ყოფილი პრეზიდენტი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ანკარაგიუჯუს'' ყოფილი პრეზიდენტი, ფარუკ კოჯა, რომელმაც ორშაბათს, ,,რიზესპორთან'' მატჩის შემდეგ, მსაჯს დაარტყა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციისგან სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, უშუალოდ გუნდს 2 მილიონი ლირის (63 000 ევრო) გადახდა დაეკისრა, მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის გამო, ,,ანკარაგიუჯუს'' 5 საშინაო შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარებაც მოუწევს.

კოჯამ მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფიდან მეორე დღეს ბოდიში მოიხადა და კლუბის პრეზიდენტის პოსტი დატოვა: ,,მინდა, ბოდიში მოვუხადო ბატონ მელერსა და მის ოჯახს, თურქ მსაჯებს, სპორტის საზოგადეობასა და მთელ ერს! დიდ უსამართლობასაც რომ ჰქონოდა ადგილი, ვერაფერი ახსნის და გაამართლებს იმ ძალადობას, რომელიც ჩავიდინე, რაც ნამდვილად არ მინდოდა.'' - განაცხადა თურქმა.

ინციდენტის შემდეგ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის საფეხბურთო ლიგების მატჩები გაურკვეველი ვადით გადადო.

სხვა სტატიები